ხორავას ქუჩის მკვლელობის ფაქტზე, ცრუ ჩვენების მიცემაში ბრალდებული არასრულწლოვნის დ.ღ.-ს საქმეზე, განაჩენი შესაძლოა, 13 მაისს გამოცხადდეს
ხორავას ქუჩის მკვლელობის ფაქტზე, ცრუ ჩვენების მიცემაში ბრალდებული არასრულწლოვნის დ.ღ.-ს საქმეზე, განაჩენი შესაძლოა, 13 მაისს გამოცხადდეს

ხორავას ქუჩის მკვლელობის ფაქტზე, ცრუ ჩვენების მიცემაში ბრალდებული არასრულწლოვნის დ.ღ.-ს საქმეზე, შესაძლოა, მოსამართლემ განაჩენი 13 მაისს გამოაცხადოს.

მხარეებს მოლოდინი ჰქონდათ, რომ შემაჯამებელი გადაწყვეტილება დღეს იქნებოდა მიღებული, თუმცა სხდომა გადაიდო. შემდეგ პროცესზე, რომელიც 13 მაისს, 16:00 საათზეა ჩანიშნული, ბრალდებულ არასრულწლოვანს საბოლოო სიტყვის თქმის უფლება მიეცემა, რის შემდეგაც მოსამართლე განაჩენის მისაღებად სათათბიროდ გავა.

არასრულწლოვანი დ.ღ. ხორავას #4-ში დავით სარალიძისა და ლევან დადუნაშვილის მკვლელობის დღეს, დანაშაულის ადგილზე იმყოფებოდა.

პროკურატურის მტკიცებით, მან მომხდარის შესახებ განსხვავებული ინფორმაცია მიაწოდა მოკლული დავით სარალიძის მამას, გამოძიებას კი ცრუ ჩვენება მისცა. ბრალდებული არასრულწლოვანი წარდგენილ ბრალს არ აღიარებს. მხარეებს განაჩენთან დაკავშირებით განსხვავებული მოლოდინები აქვთ. პროკურატურა გამამტყუნებელ განაჩენს ელოდება, დაცვის მხარე კი გამამართლებელს.