ხორავას ქუჩაზე საქმის პროკურორის დაწინაურებაზე ინფორმაციას მთავარ პროკურატურაში არ ადასტურებენ
ხორავას ქუჩაზე საქმის პროკურორის დაწინაურებაზე ინფორმაციას მთავარ პროკურატურაში არ ადასტურებენ

პირველი ინსტანციის სასამართლოში ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის პროკურორის დაწინაურებაზე ზაზა სარალიძის ინფორმაციას მთავარ პროკურატურაში არ ადასტურებენ.

როგორც პირველ არხს პროკურატურის პრესსამსახურში განუცხადეს, პროკურორი იმედა გუგუშვილი მუშაობს ისევ იქ, სადაც აქამდე მუშაობდა, კერძოდ თბილისის პროკურატურაში.

თბილისში, ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამამ საქმის პროკურორს სააპელაციო სასამართლოში სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, რის გამოც მანდატურებმა მას შენობა დაატოვებინეს.

როგორც სარალიძემ განაცხადა, აცნობეს, რომ პირველ ინსტანციაში, ამ საქმის პროკურორი იმედა გუგუშვილი პროკურატურამ დააწინაურა. ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის განხილვა ამჟამად სააპელაციო სასამართლოში მიმდინარეობს.