ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე სასამართლო პროცესი დღეს განახლდება 

08:05, 23.02.2018

თბილისში, ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე სასამართლო პროცესი დღეს მოწმეების დაკითხვით განახლდება.

ერთ-ერთი ბრალდებულის ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე სხდომაზე პროკურატურის მხრიდან ახალი მტკიცებულებების წარმოდგენას არ გამორიცხავს.

სასამართლო მედიისთვის კვლავ დახურული იქნება. მას მხოლოდ ბრალდებულის მშობლები და დაზარალებულის ოჯახის წევრები დაესწრებიან.

პროცესი 13:00 საათზეა ჩანიშნული.

შეგახსნებთ, ხორავას ქუჩაზე 2017 წლის პირველ დეკემბერს ორი არასრულწლოვანი მოკლეს. საქმეზე ორი მოზარდია დაკავებული, რომლებსაც ჯგუფურად განზრახ მკვლელობა ედებათ ბრალად.

ავტორი: ზაალ ჩხეიძე

მსგავსი