ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე პროკურატურა დასკვნით სიტყვას წარმოთქვამს
ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე პროკურატურა დასკვნით სიტყვას წარმოთქვამს

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე დღეს პროკურატურა დასკვნით სიტყვას წარმოთქვამს. პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში 11:30 საათზეა ჩანიშნული.

საქმის პროკურორის განცხადებით, დასკვნით სიტყვაში პროკურატურა ყურადღებას გაამახვილებს ყველა იმ მტკიცებულებაზე, რაც მათ საქმის არსებითი განხილვის ფარგლებში გამოიკვლიეს.

პროკურატურა ამტკიცებს, რომ ორმა არასრულწლოვანმა ჯგუფურად ჩაიდინა მკვლელობა, ერთმა ერთი მოზარდის, ხოლო მეორე არასრულწლოვანმა – ორის.

ბრალდების მხარის დასკვნითი სიტყვის შემდეგ, პროცედურულად, დასკვნით სიტყვას წარმოთქვამს დაცვის მხარე.

საქმის განხილვა ფინალურ ეტაპამდეა მისული. კვირის ბოლოს მოსამართლე განაჩენს გამოაცხადებს.

თბილისში, ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი 2017 წლის პირველ დეკემბერს დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, მეორე კი, ექიმების მცდელობისა და რამდენიმე ოპერაციის მიუხედავად, 2 დეკემბერს საავადმყოფოში დაიღუპა. ჯგუფურად ორი მოზარდის მკვლელობაში ორი არასრულწლოვანია ბრალდებული.