ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე კონფლიქტში მონაწილე ერთ-ერთი არასრულწლოვანი დაიკითხა
ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე კონფლიქტში მონაწილე ერთ-ერთი არასრულწლოვანი დაიკითხა

ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვნების მკვლელობის საქმეზე დღეს ერთი არასრულწლოვანი დაიკითხა. ის მომხდარი კონფლიქტის არა მხოლოდ თვითმხილველი, არამედ მონაწილეც არის.

როგორც პირველი არხის ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება, დახურული სხდომის შემდეგ ე.წ პირდაპირი მოწმის ჩვენების შინაარსზე მხარეები არ საუბრობენ.

პროკურორმა განმარტა, რომ მოწმემ სასამართლოს ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა.

გარდა ამისა, ბრალდების მხარე გამოეხმაურა ადვოკატ ტარიელ კაკაბაძის განცხადებას, სადაც კაკაბაძე აბობს, რომ სასამართლოში დაკითხვის დროს მოწმეებმა ჩვენებები შეცვალეს. პროკურორის თქმით, მოზარდების მიერ მხოლოდ ჩვენებების დაზუსტება ხდება.

დღევანდელი სხდომა საქალაქო სასამართლოს ნაცვლად, უზენაესი სასამართლოს შენობაში ჩატარდა, რაც ტექნიკურ მიზეზებს და მოსამართლის გადაწყვეტილებას უკავშირდება.

ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვნების მკვლელობის საქმეზე შემდეგი სხდომა 26 მარტს არის ჩანიშნული.