ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე განაჩენი 3 ივნისს, 12:00 საათზე გამოცხადდება
ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე განაჩენი 3 ივნისს, 12:00 საათზე გამოცხადდება

ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე ორი არასრულწლოვანის მიმართ, განაჩენი 3 ივნისს, 12:00 საათზე გამოცხდდება.

პროკურატურა სააპელაციო განაჩენში პირველადი ბრალის დადასტურებას ელოდება, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
„ბრალდების მხარემ მთელი პროცედურების დაცვით გამოიკვლია მტკიცებულებები და წარმოადგინა მოწმეები. ამ ყველაფრის ფონზე, ბრალდებას მიაჩნია, რომ დაცვის მხარემ ამას ვერაფერი დაუპირისპირა. ერთადერთი ობიექტური გადაწყვეტილება იქნება ბრალდებულების ცნობა დამნაშავედ იმ ბრალდებაში, რომელიც მათ ბრალდების მხარემ წარუდგინა”, – განაცხადა თორნიკე ნადირაძემ.

დღევანდელ სხდომაზე გ.ბ-მ და გ.ჯ.-მ საბოლოო სიტყვები თქვეს. გ.ბ.-ს ადვოკატმა რამაზ ჩინჩალაძემ განაცხადა, რომ „სამართლიანი სასამართლოს პირობებში, ყველაზე ცუდი რაც შეიძლება მოხდეს, პირველი ინსტანციის განაჩენი, ძალაში უნდა დარჩეს”.

„საზოგადოების დიდმა ნაწილმა კარგად იცის, რა მოხდა 2017 წლის პირველ დეკემბერს ხორავას ქუჩაზე. ასევე კარგად იცის თუ რომელმა მონაწილემ რა მოიმოქმედა. ეს ინფორმაცია მტკიცებულებებზე დაყრდნობით სასამართლოსაც აქვს”, -განაცხადა რამაზ ჩინჩალაძემ.