ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე დღეს სავარაუდოდ კონფლიქტში მონაწილე არასრულწლოვანი დაიკითხება
ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე დღეს სავარაუდოდ კონფლიქტში მონაწილე არასრულწლოვანი დაიკითხება

ხორავას ქუჩაზე მომხდარი არასრულწლოვნების მკვლელობის საქმეზე სასამართლო სხდომა დღეს გაიმართება. პროცესი 10:30 საათზეა ჩანიშნული.

სხდომაზე, სავარაუდოდ, 1-ელ დეკემბერს მომხდარ კონფლიქტში მონაწილე არასრულწლოვანი დაიკითხება.

წინა სხდომაზე გამოიკვლიეს ნივთიერი მტკიცებულებები, მათ შორის ის ფარული ვიდეო-აუდიო ჩანაწერები, რომლებშიც მოზარდები მკვლელობის შესახებ მომხდარიდან მეორე და მესამე დღეს ყვებიან.

დაცვის მხარე აპელირებს იმაზე, რომ გამოძიების ეტაპზე მიცემულ ჩვენებებს მოზარდები ცვლიან. ასეთივეა დაზარალებულად ცნობილი ზაზა სარალიძის პოზიციაც.

აღნისნულ საქმეზე განაჩენის გამოსატანად სასამართლოს ორი თვე დარჩა. ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე ორ არასრულწლოვანს ჯგუფურად ორი არასრულწლოვნის მკვლელობა ედება ბრალად.