ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე ბრალდებულ მიხეილ კალანდიას სასამართლო სხდომა დაიხურა
ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე ბრალდებულ მიხეილ კალანდიას სასამართლო სხდომა დაიხურა

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე ბრალდებულ მიხეილ კალანდიას სასამართლო პროცესი დაიხურა.

საქალაქო სასამართლოში  ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვან დავით სარალიძის მკვლელობის საქმეზე მიხეილ კალანდიას აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საქმეზე მსჯელობენ. სხდომის დახურვის შუამდგომლობით სასამართლოს პროკურატურამ მიმართა. მიზეზად კი ის დაასახელეს, რომ საქმე არასრულწლოვნებს ეხებათ.

პროკურატურის შუამდგომლობას დაეთანხმა დაცვის მხარეც. საბოლოოდ მოსამართლე ეკატერინე კულულაშვილმა მიხეილ კალანდიას საქმეზე სხდომა დახურა.