ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე ის არასრულწლოვანი იკითხება, რომელსაც დანაშაულის დაფარვას ედავებიან
ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე ის არასრულწლოვანი იკითხება, რომელსაც დანაშაულის დაფარვას ედავებიან

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე ის არასრულწლოვანი იკითხება, რომელსაც ამავე საქმეზე დანაშაულის დაფარვას ედავებიან.

აღნიშნული არასრულწლოვნის მამას ასევე დანაშაულის დაფარვის ბრალდებით, აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა აქვს შეფარდებული.

არასრულწლოვანი, რომელიც სასამართლოში იკითხება, არსებული ინფორმაციით, პირველ დეკემბერს, ხორავას ქუჩაზე დეიდაშვილის თხოვნით მივიდა. ის წინა სხდომაზე სახელმწიფო ბრალდებამ დაკითხა.

მოკლული არასრულწლოვნის მამა ზაზა სარალიძე აცხადებს, რომ მოზარდმა სასამართლოში მასზე განხორციელებულ ზეწოლაზე ისაუბრა.

გარდა ამისა, დაზარალებულად ცნობილმა ზაზა სარალიძემ აღნიშნა, რომ მოწმე საუბრობდა ურთიერთგამომრიცხავ გარემოებებზე, სწორედ ამიტომ დაცვის მხარემ საგამოძიებო უწყებას მოუწოდა, მოზარდზე რაიმე ტიპის ზეწოლა არ განხორციელდეს.

დღეს არასრულწლოვნის დაკითხვას ადვოკატები განაგრძობენ. პროცესი 18:00 საათამდე გაგრძელდება.