ხორავას ქუჩაზე მკვლელობისთვის დაკავებული არასრულწლოვანი ბრალს არ აღიარებს
ხორავას ქუჩაზე მკვლელობისთვის დაკავებული არასრულწლოვანი ბრალს არ აღიარებს

ხორავას ქუჩაზე მკვლელობისას ცხელ კვალზე დაკავებული არასრულწლოვანი ბრალს არ აღიარებს, – ამის შესახებ პირველ არხს დაკავებულის ადვოკატმა ვახტანგ აბესაძემ განუცხადა.

ვახტანგ აბესაძე უარყოფს ინფორმაციას, რომ ერთ-ერთი არასრულწლოვანი ბრალს აღიარებს.

პირველ არხთან საუბარში აბესაძე ამბობს, რომ არასრულწლოვანი ამ დროისათვის დუმილის უფლებას იყენებს.

რაც შეეხება ინფორმაციას, იყო თუ არა სხდომაზე ჩვენების ჩანაწერი, რომლის მოპოვებაც ფარულად მოხდა, ადვოკატი ვერც ამ ინფორმაციას ადასტურებს.

ვახტანგ აბესაძე საქმეში ორი დღის წინ ჩაერთო.

„ის არ აღიარებს ბრალს და დუმილის უფლებას იტოვებს. ეს დაზუსტებით შემიძლია ვთქვა. მასალებს სრულად ჯერ არ ვიცნობ. არასწორია ინფორმაცია, თითქოს მან რამე აღიარა. ვერ დავადასტურებ ინფორმაციას, იყო თუ არა სხდომაზე რაიმე ფარული ჩანაწერი ან რაიმე ტიპის ოქმი“, – განაცხადა აბესაძემ.