ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის შემსწავლელი პარლამენტის საგამოძიებო კომისია მორიგ სხდომას გამართავს
ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის შემსწავლელი პარლამენტის საგამოძიებო კომისია მორიგ სხდომას გამართავს

ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია დღეს ღია სხდომას გამართავს.

როგორც პარლამენტის პრესსამსახურში აცხადებენ, 2017 წლის პირველ დეკემბერს თბილისში, ხორავას ქუჩაზე მომხდარი დანაშაულის შედეგად ორი ახალგაზრდის მკვლელობის ფაქტის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომა 10:00 საათზე დაიწყება.

გუშინ, დღის ბოლოს საგამოძიებო კომისიამ ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე თბილისის 51-ე საჯარო სკოლის ორი პედაგოგი გამოკითხა. სკოლის პედაგოგების გამოკითხვა დახურულ რეჟიმში მიმდინარეობდა. კომისიის რამდენიმე წევრმა გამოკითხა არასრულწლოვანი მოწმეებიც. მათი გამოკითხვაც დახურულ ფორმატში წარიმართა.