ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის საგამოძიებო კომისია დღეს მოწმე მ.კ-ს ძმას გამოკითხავს
ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის საგამოძიებო კომისია დღეს მოწმე მ.კ-ს ძმას გამოკითხავს

ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისია დღეს ერთ-ერთი მთავარი მოწმის, მ.კ -ს ძმას, ლუკა კალანდიას გამოკითხავს.

ლუკა კალანდია მამასთან, თენგიზ კალანდიასთან ერთად ბრალდებულია ხორავას ქუჩაზე მომხდარი დანაშაულის დაფარვაში. ის 21 წელს მიღწეული არ არის და მასზე საპატიმრო აღკვეთის ღონისძიება არ არის გამოყენებული.

ლუკა კალანდია სასამართლომ გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.

დროებითმა საგამოძიებო კომისიამ ყველა ის მოწმე გამოკითხა, რომელიც საქმეში ფიგურირებდა და დაიკითხა გამოძიებისა და სასამართლოს ეტაპზე.

ასევე დასრულდა არასრულწლოვნების, მათ შორის მსჯავრდებულების გამოკითხვა.

3 აგვისტოს, პარასკევს, დროებითი საგამოძიებო კომისიის ბოლო სხდომა გაიმართება, რომლის ფარგლებშიც ისინი თეა წულუკიანს, გიორგი გახარიასა და ირაკლი შოთაძეს გამოკითხავენ.

დატოვე კომენტარი