ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე სააპელაციო სასამართლოში მორიგი სხდომა გაიმართება
ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე სააპელაციო სასამართლოში მორიგი სხდომა გაიმართება

თბილისში, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე სააპელაციო სასამართლოში მორიგი სხდომა გაიმართება. პროცესი 16:30-საათზეა ჩანიშნული.

დაიკითხება ერთ-ერთი მოწმე, რომელიც საქალაქო სასამართლოს ეტაპზე უკვე დაკითხულია.

წინა სხდომაზე საქმის მთავარი მოწმე მ.კ. დაკითხეს. როგორც წესი, მეორე ინსტანციაში აღარ ხდება ისეთი მოწმეების დაკითხვა, რომლებმაც საქმეზე, ჯერ კიდევ პირველ ინსტანციაში მისცეს ჩვენება, თუმცა ზოგიერთი მოზარდის ხელახლა დაკითხვის შუამდგომლობა პროკურატურას ჰქონდა, რაც სასამართლომ დააკმაყოფილა.

ამ საქმეზე, მეორე ინსტანციაში დავობს როგორც პროკურატურა, ისევე დაცვის მხარე.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, მოზარდს რომელსაც დავით სარალიძის მკვლელობა ედებოდა ბრალად, მუხლი გადაუკვალიფიცირდა და ის დამნაშავედ ცნეს მკვლელობის მცდელობაში. ხოლო მოზარდს, რომელსაც ბრალად ედებოდა დავით სარალიძის და ასევე ლევან დადუნაშვილის მკვლელობა, სასამართლომ ის მხოლოდ დადუნაშვილის მკვლელობისთვის ცნო დამნაშავედ.