ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე მსჯავრდებულის ადვოკატის შუამდგომლობაზე გადაწყვეტილება 21 თებერვალს გახდება ცნობილი
ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე მსჯავრდებულის ადვოკატის შუამდგომლობაზე გადაწყვეტილება 21 თებერვალს გახდება ცნობილი

ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე მსჯავრდებულის, გ.ჯ-ს ადვოკატის შუამდგომლობაზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება 21 თებერვალს გახდება ცნობილი.

ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე მსჯავრდებული არასრულწლოვნის, გ.ბ-ს ადვოკატის შუამდგომლობაზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება მომდევნო სხდომაზე, 21 თებერვალს გახდება ცნობილი.

ადვოკატმა რამაზ ჩინჩალაძემ ერთ-ერთი მოზარდის გამოძიების ეტაპზე მიცემული ჩვენების საქმისთვის დართვა ითხოვა.

ადვოკატის თქმით, წინა სხდომაზე სააპელაციო სასამართლოში სწორედ ეს მოზარდი დაიკითხა, პროკურატურამ კი მისი გამოძიების ეტაპზე ერთი ჩვენება მიიტანა. რამაზ ჩინჩალაძე აცხადებს, რომ არსებობს გამოძიების ეტაპზე მიცემული სხვა ჩვენებაც და ამ ორი ჩვენებით დასტურდება, რომ მოზარდი სხვადასხვა გარემოებაზე საუბრობს.

„დავაყენე შუამდგომლობა მოწმის ერთი ჩვენების დართვაზე, რომელზეც სასამართლომ უნდა ითათბიროს. სასამართლოს ჰქონდა დრო და შეეძლო, გაეცა პასუხები. ამის შესაძლებლობა იყო, თუმცა სასამართლომ ეს არ გააკეთა. რაც შეეხება მ.კ-ს, რამდენჯერაც ის მიდის დაკითხვაზე, ყოველთვის განსხვავებულ ჩვენებებს აძლევს და ბრალდებას მოაქვს ის ჩვენებები, რაც თავად აწყობს. თუმცა არსებობს ისეთი ჩვენებები, რაც ბრალდებას არ აწყობს. პირველ ჩვენებაში მოზარდი ამბობს, რომ მ.კ-ს ხელში დანა დაინახა, ხოლო მეორე ჩვენებაში რაც პროკურატურამ მოიტანა, ამ ფაქტს აღარ ადასტურებს“, – განაცხადა რამაზ ჩინჩალაძემ.