ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე დაცვის მხარე სააპელაციო სასამართლოში დასკვნით სიტყვას წარმოთქვამს
ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე დაცვის მხარე სააპელაციო სასამართლოში დასკვნით სიტყვას წარმოთქვამს

თბილისში, ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე სააპელაციო სასამართლოში დაცვის მხარე დასკვნით სიტყვას წარმოთქვამს.

ერთი მსჯავრდებულის ადვოკატს უკვე აქვს ნათქვამი დასკვნითი სიტყვა, ახლა ამ უფლებით სარგებლობს მსჯავრდებულ გ.ბ-ს ადვოკატი.

ამის შემდეგ სავარაუდოდ, სიტყვით ისარგებლებენ არასრულწლოვნები.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, მოზარდს რომელსაც დავით სარალიძის მკვლელობა ედებოდა ბრალად, მუხლი გადაუკვალიფიცირდა და ის დამნაშავედ ცნეს მკვლელობის მცდელობაში. ხოლო მოზარდს, რომელსაც ბრალად ედებოდა დავით სარალიძის და ასევე ლევან დადუნაშვილის მკვლელობა, სასამართლომ ის მხოლოდ დადუნაშვილის მკვლელობისთვის ცნო დამნაშავედ.

მეორე ინსტანციაში საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას ასაჩივრებს, როგორც პროკურატურა, ასევე დაცვის მხარე.