ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებით დაკავებული არასრულწლოვანი დ.ღ. სასამართლომ პატიმრობაში დატოვა
ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებით დაკავებული არასრულწლოვანი დ.ღ. სასამართლომ პატიმრობაში დატოვა

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებით დაკავებული არასრულწლოვნის, დ.ღ-ს სისხლის სამართლის საქმის მორიგი სხდომა გაიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოში.

დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მხარის ოთხი არასრულწლოვანი მოწმე დაიკითხა.

დაცვის მხარის განცხადებით, დაკითხულმა მოწმეებმა საერთოდ არ იციან ფაქტების შესახებ და ისინი არც შემთხვევის ადგილას ყოფილან.

რაც შეეხება სახელმწიფო ბრალდებას, პროკურორის თქმით, მოწმეებმა სასამართლოს მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიაწოდეს, თუმცა იგი არასრულწლოვანთა ინტერესების გამო დეტალებზე არ საუბრობს.

დღევანდელ სხდომაზე ბრალდებული დ.ღ.-ს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეცვლაზე იმსჯელეს, მაგრამ სასამართლომ დ.ღ. ისევ პატიმრობაში დატოვა.

მორიგი სასამართლო სხდომა 3 დეკემბერს 11:00 საათზე ჩაინიშნა.