ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე ცრუ ჩვენების ბრალდებით დაკავებული არასრულწლოვნის სასამართლო პროცესზე 11 მოწმე დაიკითხა
ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე ცრუ ჩვენების ბრალდებით დაკავებული არასრულწლოვნის სასამართლო პროცესზე 11 მოწმე დაიკითხა

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებით დაკავებული არასრულწლოვნის, დ.ღ-ს სისხლის სამართლის საქმის მორიგი სხდომა გაიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოში.

დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მხარის 11 მოწმე დაიკითხა, ასევე გამოიკვლიეს წერილობითი მტკიცებულებები.

დაცვის მხარის განცხადებით, დაკითხული მოწმეებიდან მიწოდებული ინფორმაციები დ.ღ-ს უდანაშაულობაზე მიუთითებს.

რაც შეეხება სახელმწიფო ბრალდების პოზიციას, პროკურორის თქმით, დაკითხულმა მოწმეებმა სასამართლოს მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიაწოდეს, თუმცა საქმის ინტერესებიდან გამომდინარე, პროკურორი დეტალებს არ აკონკრეტებს.

საქმეზე მორიგი სასამართლო სხდომა 18 დეკემბერს, 10:00 საათზე ჩაინიშნა.

გამოძიება დ.ღ-ს ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე ცრუ ჩვენების მიცემას ედავება. არასრულწლოვანი ივლისში დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, დ.ღ. ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით ესაუბრა მოკლული დავით სარალიძის მამას, თუმცა, შსს-ს ცნობით, სასამართლო განხილვის სტადიაზე მან მსგავსი შეხვედრა და საუბარი უარყო.