ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე არასრულწლოვანი დაიკითხება
ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე არასრულწლოვანი დაიკითხება

თბილისის საქალაქო სასამართლოში ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

დღევანდელ სხდომაზე ის არასრულწლოვანი წარდგება, რომლის მამაც პირველ დეკემბერს პროკურატურაში ერთ-ერთ მაღალ თანამდებობას იკავებდა.

როგორც ცნობილია, მკვლელობის შემდეგ, პროკურატურის მაღალჩინოსანმა დაკავებული თანამდებობა საკუთარი ნებით დატოვა.

ამ საქმეზე უკვე დაკითხულია კონფლიქტში მონაწილე სხვა არასრულწლოვანი.

ადვოკატების ინფორმაციით, სწორედ არასრულწლოვნების ჩვენებებია მნიშვნელოვანი, თუმცა როგორც ისინი ამბობენ, გამოძიების ამ ეტაპზე მიცემული ჩვენებები და შემდგომ სხდომაზე ნათქვამი ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავდება.

ადვოკატები აცხადებენ, რომ არასრულწლოვნების ჩვენებები არათანმიმდევრულია.