ხორავას ქუჩაზე მკვლელობის ფაქტზე ცრუ ჩვენების მიცემაში ბრალდებული არასრულწლოვნის, დ.ღ.-ს საქმეზე განაჩენი შესაძლოა, დღეს გამოცხადდეს
ხორავას ქუჩაზე მკვლელობის ფაქტზე ცრუ ჩვენების მიცემაში ბრალდებული არასრულწლოვნის, დ.ღ.-ს საქმეზე განაჩენი შესაძლოა, დღეს გამოცხადდეს

ხორავას ქუჩაზე მკვლელობის ფაქტზე ცრუ ჩვენების მიცემაში ბრალდებული არასრულწლოვნის, დ.ღ.-ს საქმეზე შესაძლოა, მოსამართლემ განაჩენი დღეს გამოაცხადოს.

მხარეებს მოლოდინი ჰქონდათ, რომ შემაჯამებელი გადაწყვეტილება 3 მაისს იქნებოდა მიღებული, თუმცა სხდომა გადაიდო. დღეს, 16:00 საათზე ჩანიშნულ პროცესზე ბრალდებულ არასრულწლოვანს საბოლოო სიტყვის თქმის უფლება მიეცემა, რის შემდეგაც მოსამართლე განაჩენის მისაღებად სათათბიროდ გავა.

არასრულწლოვანი დ.ღ. ხორავას #4-ში დავით სარალიძისა და ლევან დადუნაშვილის მკვლელობის დღეს, დანაშაულის ადგილზე იმყოფებოდა.

პროკურატურის მტკიცებით, მან მომხდარის შესახებ განსხვავებული ინფორმაცია მიაწოდა მოკლული დავით სარალიძის მამას, გამოძიებას კი ცრუ ჩვენება მისცა. ბრალდებული არასრულწლოვანი წარდგენილ ბრალს არ აღიარებს.

მხარეებს განაჩენთან დაკავშირებით განსხვავებული მოლოდინები აქვთ. პროკურატურა გამამტყუნებელ განაჩენს ელოდება, დაცვის მხარე კი გამამართლებელს.