ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე, დანაშაულის დაფარვის ეპიზოდზე სასამართლომ გამოძიების ფარგლებში მოპოვებული მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელა
ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე, დანაშაულის დაფარვის ეპიზოდზე სასამართლომ გამოძიების ფარგლებში მოპოვებული მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელა

ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე, დანაშაულის დაფარვის ეპიზოდზე საქალაქო სასამართლოში საქმის განხილვა გრძელდება. სასამართლომ გამოძიების ფარგლებში მოპოვებული მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელა.

დაცვის მხარე საქმის გაჭიანურებაზე საუბრობს და მთავარი მოწმეების, ბრალდებულების გამოკითხვას ითხოვენ.

ამ საქმეზე ხუთი პირია ბრალდებული. მათ შორის ერთ-ერთი მოზარდის მამა, თენგიზ კალანდია, რომელიც ორ პირთან ერთად პატიმრობაშია. მისი შვილი კი, რომელიც მკვლელობის ერთ-ერთი მთავარი მოწმეა, 21 წელს მიღწეული არ არის და მის მიმართ პატიმრობა არ არის გამოყენებული, ცოტა ხნის წინ, მისი საქმე ცალკე წარმოებად გამოიყო.

ასევე გირაოთია გათავისუფლებული მისი ძმა. თენგიზ კალანდია დანაშაულს აღიარებს. მასთან ერთად დაკავებული პირები კი დანაშაულს არ აღიარებენ.