ხორავას ქუჩაზე დანაშაულის დაფარვისთვის ბრალდებულ ზაქარია ფირცხალაძესა და გიორგი შაბურიშვილს დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრებისთვის ჩვენება არ მიუციათ
ხორავას ქუჩაზე დანაშაულის დაფარვისთვის ბრალდებულ ზაქარია ფირცხალაძესა და გიორგი შაბურიშვილს დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრებისთვის ჩვენება არ მიუციათ

ხორავას ქუჩაზე დანაშაულის დაფარვისთვის ბრალდებულ ზაქარია ფირცხალაძესა და გიორგი შაბურიშვილს დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრებისთვის ჩვენება არ მიუციათ. ამის შესახებ პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება.

ამის მიზეზი მათ საქმეზე მიმდინარე სასამართლო პროცესებია. დანაშაულის დაფარვაში ბრალდებულები დუმილის უფლებას იყენებენ, სწორედ ამ მიზეზით, მათ დეპუტატებისთვის ახსნა-განმარტება არ მიუციათ და ეს ოფიციალურადაც დაადასტურეს.

მათთან ერთად ბრალდებულია საქმის ერთ-ერთი მთავარი მოწმის, მ.კ-ს მამა, თენგიზ კალანდია. ამ მოწმეების გამოკითხვის შემდეგ კომისია ასრულებს ახსნა-განმარტებების მოსმენას, რის შემდეგაც ისინი დასკვნის მომზადებას დაიწყებენ.

„დაფიქსირდა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფისგან პოზიცია, რომ არ მისცეს ჩვენება, რაც შეიძლება იყოს მის წინააღმდეგ გამოყენებული. იყენებს სამართლიანი სასამართლოს უფლებას. მისცა განმარტება, დააფიქსირა მხოლოდ ის, რომ არ ცნობს თავს დამნაშავედ. იყო ახსნა-განმარტება, რაზეც მოხდა ხელმოწერა. ჯერ სასამართლოში ჩვენება არ აქვს მიცემული. პროცესზე კი ძირითადი მოწმეების დაკითხვა ხდება, შესაბამისად მიიღო გადაწყვეტილება, კომისიისთვის არ მიეცა ინფორმაცია“, – განაცხადა ადვოკატმა, იმედა ბეროშვილმა.

დატოვე კომენტარი