ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვანთა მკვლელობის საქმის არსებითი განხილვა 22 იანვარს დაიწყება
თბილისში, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე სასამართლომ პროკურატურის და დაცვის მხარის მტკიცებულებები დაუშვა.
არასრულწლოვნების მკვლელობის საქმის პირველი არსებითი განხილვა 22 იანვარს გაიმართება.
როგორც დახურული სხდომიდან გამოსულმა მხარეებმა განმარტეს, მოსამართლემ აღნიშნა, რომ ორივე მხარემ მტკიცებულებები კანონიერად მოიპოვა.
„სასამართლომ განიხილა და მიიჩნია, რომ ორივე მხარის მტკიცებულებები უნდა ყოფილიყო სრულად დაშვებული. ბევრ მტკიცებულებაზე გვაქვს პრეტენზია. ისინი კანონის დარღვევით არის მოპოვებული.
სასამართლომ მიიჩნია, რომ მტკიცებულებები არსებითი განხილვის ფარგლებში უნდა შეფასდეს.
სასამართლომ მოიყვანა ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილებები და განმარტა, რომ მოპოვებულ მტკიცებულებებში დარღვევა არ ყოფილა“ – განაცხადა ბრალდებულთა ადვოკატმა ტარიელ კაკაბაძემ.