ხონში ხონელობის სახალხო დღესასწაული მიმდინარეობს
ხონში ხონელობის სახალხო დღესასწაული მიმდინარეობს

დღეს ხონში ხონელობის სახალხო დღესასწაული აღინიშნა. ქალაქის ცენტრალურ ბულვარში დღესასწაულთან დაკავშირებით ღონისძიებები მიმდინარეობს.

კულტურული და სპორტული ღონისძიებების გარდა, ხონის საპატიო მოქალაქის არჩევისა და დაჯილდოების ცერემონია გაიმართება.

13:00 საათისთვის კი ხონში პრემიერ-მინისტრს ელოდებიან. ხონელობის დღესასწაული გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან აღინიშნება.