ხონში, „ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში” ახალი სამედიცინო კორპუსი გაიხსნა

13:48, 30.10.2018

ხონში, „ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში“, ევროპული სტანდარტებით აშენებული 100 პაციენტზე გათვლილი ახალი სამედიცინო კორპუსი გაიხსნა.

კორპუსის მშენებლობაზე 2 მლნ ლარი დაიხარჯა. ახალი ევრო სტანდარტების შენობა ოთხი ფლიგელისგან შედგება.

„ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრი“ ერთადერთი დაწესებულებაა საქართველოში, რომელიც არანებაყოფლობით და იძულებით ფსიქიატრიულ – სტაციონარულ დახმარებას უწევს ისეთი ტიპის პაციენტებს, რომლებმაც გაიარეს სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზა და სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე ცენტრში მოთავსებული არიან მკურნალობის კურსის გასავლელად.

ასევე, დაწესებულება ემსახურება პენიტენციალური სისტემის სხვადასხვა ტიპის დაწესებულებებიდან გადმოყვანილ მსჯავრდებულ პაციენტებს, არანებაყოფლობითი–სტაციონარული–ფსიქიატრიული დახმარების მკურნალობის კუთხით.

მსგავსი