ხონში, ავტომანქანაში გარდაცვლილი მამაკაცი იპოვეს

19:25, 11.04.2018

ხონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, მდინარე გუბისწყალთან მანქანაში მამაკაცის ცხედარი იპოვეს.

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, მამაკაცს თავის არეში ჭრილობა ცეცხლსასროლი იარაღით აქვს მიყენებული. შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

მომხდარის სხვა დეტალები ამ დროისათვის უცნობია. ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

მსგავსი