ხონში აქცია „გვახსოვდეს 7 ნოემბერი” გაიმართა

12:13, 07.11.2018

ხონის ცენტრალურ პარკში აქცია „გვახსოვდეს 7 ნოემბერი” მიმდინარეობს. მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფის მიერ ორგანიზებულ აქციაში საზოგადოების წევრები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები მონაწილეობენ.

აქციაზე 7 ნოემბრის კადრებს სპეციალურად დამონტაჟებულ მონიტორზე აჩვენებენ.

„აქციის მიზანია, საზოგადოებას კიდევ ერთხელ შევახსენოთ 11 წლის წინ მომხდარი ტრაგედია და კიდევ ერთხელ შევაფასოთ მაშინდელი ხელისუფლების მიერ ჩადენილი დანაშაული”-განაცხადა აქციის ორგანიზატორმა, ალექსანდრე აკობიძემ.

მსგავსი