ხონის რაიონულ პოლიციასთან 10 წლის გოგონას დედისთვის შემაკავებელი ორდენის გაცემის მოთხოვნით არასრუწლოვანის მამა აქციას მართავს
ხონის რაიონულ პოლიციასთან 10 წლის გოგონას დედისთვის შემაკავებელი ორდენის გაცემის მოთხოვნით არასრუწლოვანის მამა აქციას მართავს

ხონის რაიონულ პოლიციასთან აქცია მიმდინარეობს. ხონში მცხოვრები ლიპარიძეების ოჯახი 10 წლის შვილის ადგილსამყოფელის დადგენას და ბიოლოგიური დედის და მისი ადვოკატის წინააღმდეგ შემაკავებელი ორდერის გამოცემას მოითხოვენ.

ლიპარიძეების ოჯახის ადვოკატის, ლევან ჭელიძის ინფორმაციით, მათ რამდენიმე საათის წინ პოლიციას განცხადებით მიმართეს, თუმცა ამ დრომდე პასუხი არ მიუღიათ.

როგორც ლიპარიძეები ამბობენ, 29 ივნისს ღამით სოციალური სამსახურის წარმომადგენლები, ბავშვის დედასთან, ადვოკატთან და პოლიციასთან ერთად მათ საცხოვრებელ სახლში მივიდნენ და არასრულწლოვანი ძალის გამოყენებით წაიყვანეს.  ოჯახი ამბობს, რომ ამ დროს ადვოკატსა და ოჯახის წევრებს შორის ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.

მათივე თქმით, უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, 10 წლის მამა მოძალადედ ცნეს და ბავშვისგან გარიდება დაავალეს, უკანონოა.

ლიპარიძეების განმარტებით, დავა შვიდი წელია მიმდინარეობს და გადაწყვეტილება სასამართლომ რამდენიმე დღის წინ მიიღო.

ოჯახი ამბობს, რომ არ აპირებენ შეეწინაღმდეგონ სასამართლოს გადაწყვეტილებას, თუმცა კატეგორიულად მოითხოვენ ბავშვის ადგილსამყოფელის დადგენას და მის პირადად ნახვას.

ლიპარიძეების ადვოკატის თქმით, სამართალდამცველებს წარუდგინეს ბავშვზე ძალადობის კადრები და რეაგირებას ითხოვენ.

ამ დროისთვის პოლიციის შენობასთან ოჯახის წევრებთან და ადვოკატებთან ერთად ადგილობრივებიც იმყოფებიან. მათი თქმით, არ დაიშლებიან, ვიდრე პოლიცია შემაკავებელ ორდერს არ გამოწერს და ბავშვს დედისგან არ განარიდებენ. არასრულწლოვანის მამის მტკიცებით, ბავშვი დედასთან მძიმე ფსიქოლოგიურ პირობებში იმყოფება, რის შესახებაც ტელეფონით აცნობა.

არასრუწლოვნის მამის შეტყობინების საფუძველზე, სადაც ის აცხადებს, რომ ყოფილმა მეუღლემ ადვოკატთან ერთად მისი საცხოვრებელი სახლიდან ძალადობის გამოყენებით მისი არასრულწლოვანი შვილი წაიყვანა, ხონის რაიონულ სამმართველოში დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი პრიმას ,,ა’’ ქვეპუნქტით.