ხონის 55-ე საოლქო საარჩევნო კომისიაში ორი საჩივარი შევიდა
ხონის 55-ე საოლქო საარჩევნო კომისიაში ორი საჩივარი შევიდა. ერთი „ევროპულ საქართველოს”, მეორე კი „მომავლის არჩევანს” ეკუთვნის.
ხონის საოლქო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის შეფასებით, ორივე საჩივარი იდენტურია.
„ხონის მე-3 უბანზე შესულ გადასატან საარჩევნო ყუთს ჭრილი ლუქით დალუქული არ ჰქონდა. ეს საჩივრები არჩევნების პროცესზე ზეგავლენას, რა თქმა უნდა, ვერ მოახდენს“, – აცხადებს 55-ე საოლქო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, გიორგი გორდაძე.
საჩივრებს განიხილავს ძირითადი მაჟორიტარული ოლქი. გორდაძის შეფასებით, ხონში არჩევნები მშვიდ ვითარებაში, სერიოზული დარღვევების გარეშე, მიმდინარეობს.
54-ე მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში საერთო ჯამში, 60 საარჩევნო უბანზე რეგისტრირებულია 48 123 ამომრჩეველი.
ვანისა და ხონის საარჩევნო ოლქში პარლამენტის შუალედური არჩევნები იმართება. მოქალაქეები 54-ე მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში პარლამენტში ვანისა და ხონის მაჟორიტარს ირჩევენ.
54-ე საარჩევნო ოლქში 60 საარჩევნო უბანია გახსნილი, სადაც 48 123 ამომრჩეველია რეგისტრირებული.
28 აპრილის შუალედურ არჩევნებში ხუთი პოლიტიკური სუბიექტის მიერ დასახელებული და ერთი საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი კანდიდატები მონაწილეობენ:
2. „ბაქრაძე, უგულავა – ევროპული საქართველო“ – გიორგი უგულავა
17. „საქართველო“ – გიორგი ლილუაშვილი
21. „ტრადიციონალისტები“ – ზურაბ ქართველიშვილი
23. „ახალი ქრისტიან-დემოკრატები“ – მამუკა ტუსკაძე
41. „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ – გივი ჭიჭინაძე
42. საინიციატივო ჯგუფი (სოფიო მეშველიანი, შორენა ჯურხაძე, ვაჟა კოპალიანი, თამარ კუხალაშვილი, მარინა ჩაგუნავა) – ვასილ კოპალიანი.