ხოჭოლავა ზედიზედ მესამედ ჩემპიონია - „შახტარმა“ კიევის „დინამოს“ ტიტულებით გადაასწრო
ხოჭოლავა ზედიზედ მესამედ ჩემპიონია - „შახტარმა“ კიევის „დინამოს“ ტიტულებით გადაასწრო

საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრი დავით ხოჭოლავა დონეცკის „შახტართან“ ერთად უკრაინის ჩემპიონი გახდა.

ჩემპიონი 27-ე ტურში გაირკვა – ფინალურ ექვსეულში გადასულმა დონეცკის „შახტარმა“ „ოლეკსანდრიას“ უმასპინძლა, დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა და ოქროს მედლებს დაეუფლა.

დონეცკელებმა ანგარიში სწრაფად გახსნეს – მე-13 წუთზე ტაისონმა პენალტი გამოიყენა. მაგრამ „მეშახტეეები“ ნაადრევად მოეშვნენ და „ოლექსანდრიამ“ 51-ე წუთზე 2:1 დაწინაურება შეძლო. მიუხედავად ამისა, დონეცკელებმა ანგარიშის გათანაბრება და შემდეგ დაწინაურება მოახერხეს და საბოლოოდ 3:2 მოიგეს.

„შახტარს“ 71 ქულა აქვს და კიევის „დინამოს“ 19 ქულით უსწრებს. კიეველებს მატჩი რეზერვში აქვთ, მაგრამ მათ პირველი ადგილის დაკავების მათემატიკური შანსიც კი დაკარგეს.

საქართველოს ეროვნული ნაკრების 27 წლის მცველი დავით ხოჭოლავა დონეცკის „შახტარის“ ძირითად შემადგენლობაში იყო და 86-ე წუთზე შეცვალეს. ხოჭოლავა დონეცკურ გუნდში უკრაინის ჩემპიონი ზედიზედ მესამედ გახდა.

აღსანიშნავია, რომ „შახტარი“ უკრაინის დამოუკიდებლობის პერიოდში ჩემპიონი მე-13 გახდა, სულ კი არსებობის ისტორიაში 35-ე ტიტული მოიპოვა და ამ ამჩვენებლით უკრაინის ოდესღაც ყველაზე ტიტულოვან კლუბს, კიევის „დინამოსაც“ (34 ტიტული) გადაასწრო.