ხოჭოლავა უკრაინელებმა გამოარჩიეს – ქართველი წრის სიმბოლურ ნაკრებშია

17:11, 10.10.2018
David Khocholava of FC Shakhtar Donetsk during the UEFA Champions League group F match between Shakhtar Donetsk and Feyenoord Rotterdam at Metalist Stadium on November 01, 2017 in Kharkiv, Ukraine(Photo by VI Images via Getty Images)

დათა ხოჭოლავა უკრაინის პრემიერლიგის პირველი წრის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა. დონეცკის „შახტარის“ ცენტრალური მცველი საუკეთესო 11 მოთამაშეს შორის ჩემპიონატის ოფიციალურმა ვებგვერდმა – upl.ua–მ დააასახელა.

უკრაინის ჩემპიონატში 12 გუნდი მონაწილეობს და გათამაშების პირველი წრეში ჩატარებული 11 ტურის შედეგები, „ინსტატ პროგრამის“ მაჩვენებლებზე დაყრდნობით შეჯამდა. სიმბოლური გუნდი სწორედ აღნიშნული მაჩვენებლების საფუძველზე გამოქვეყნდა. აღსანიშნავია, რომ 11 მოთამაშიდან რვა „შახტარის“ წევრია, ორი – „მარიუპოლის“, ხოლო კიევის „დინამოდან“ კი მხოლოდ ერთი ფეხბურთელია.

დავით ხოჭოლავამ მიმდინარე სეზონში „შახტარის“ ძირითად შემადგენლობაში რვაჯერ ითამაშა, ყველა შეუცვლელად და ანგარიშზე ერთი გოლი ჩაიწერა. „შახტარმა“ პირველ წრეში 28 ქულა დააგროვა და კონკურენტ კიევის „დინამოს“ 2 ქულით ასწრებს.

მსგავსი