ხობში უბედურ შემთხვევას მამაკაცი ემსხვერპლა

17:03, 13.09.2019

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ შუა ხორგაში ტრაქტორის ქვეშ 60 წლამდე მამაკაცი მოჰყვა და მიღებული დაზიანებებისგან გარდაიცვალა.

არსებული ინფორმაციით, ტრაქტორი ტვირთით იყო დატვირთული.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისიხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

ოჯახი მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებს.

მსგავსი