ხობში სამაჩაბლოს 2004 წლის საომარი მოქმედებების დროს დაღუპული კობა შუბითიძის სახელობის საფეხბურთო ტურნირი მიმდინარეობს
ხობში სამაჩაბლოს 2004 წლის საომარი მოქმედებების დროს დაღუპული კობა შუბითიძის სახელობის საფეხბურთო ტურნირი მიმდინარეობს

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ საგვიჩიოში სამაჩაბლოს 2004 წლის საომარი მოქმედებების დროს დაღუპული კობა შუბითიძის სახელობის საფეხბურთო ტურნირი მიმდინარეობს.

პირველ ადგილზე გასულ გუნდს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მიერ დაწესებული თასი გადაეცემა.

ტურნირის ფინალს ვეტერანების საქმეთა სამსახურის, ადგილობრივი ხელისუფლებისა და უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლები ესწრებიან.