ხობში საცხოვრებელ სახლში აფეთქების შედეგად ოჯახის ხუთი წევრი დაშავდა
ხობში საცხოვრებელ სახლში აფეთქების შედეგად ოჯახის ხუთი წევრი დაშავდა

ხუთი ადამიანი, მათ შორის ორი არასრულწლოვანი დაშავდა ხობის რაიონის სოფელ ხეთაში სავარაუდოდ ბუნებრივი აირის აფეთქების შედეგად.

საქართველოს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, სახლში მთელი დღის განმავლობაში არავინ არ იყო და სავარაუდოდ სწორედ ამ დროს მოხდა ბუნებრივი აირის დაგროვება. ოჯახის წევრების სახლში მისვლის შემდეგ კი აფეთქება მოხდა.

მეზობლები კი აცხადებენ, რომ აფეთქება შესაძლოა, არა ბუნებრივ აირს, არამედ შეშის ღუმელის ანთების დროს საწვავის გამოყენებას უკავშირდებოდეს.

ხუთივე დაშავებული ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალშია მოთავსებული. ექიმებს მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ.