ხობში, მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროსთან „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა აქცია გამართეს
ხობში, მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროსთან „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა აქცია გამართეს

ხობში, „ქართული ოცნების“ შტაბთან ხმაური იყო. ადგილზე აქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა გამართეს.

„ნაციონალური მოძრაობის“ რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე ია ჯიშკარიანი რამდენიმე მხარდამჭერთან ერთად მივიდა „ქართული ოცნების“ ხობის შტაბში, სადაც ხობის მაჟორიტარი დეპუტატის ირაკლი (დაჩი) ბერაიას ბიუროა განთავსებული.

„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები შტაბის კიბის სახელურზე ბოქლომის ჩამოკიდებას და ასევე „სირცხვილია“ – წარწერით სტიკერის გაკვრას ცდილობდნენ, რისი საშუალებაც მათ ადგილზე მყოფმა „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა და მხარდამჭერებმა არ მისცეს.

ადგილზე მობილიზებული იყვნენ სამართალდამცველები. ამ დროისათვის „ნაციონალური მოძრაობის“ აქცია დასრულებულია.

დატოვე კომენტარი