ხობში, ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების სახელობის სამონასტრო კომპლექსის გალავანი შესაძლოა, ჩამოიშალოს
ხობში, ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების სახელობის სამონასტრო კომპლექსის გალავანი შესაძლოა, ჩამოიშალოს

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველ მაისში, ყოვლადწმინდა ქალწულ მარიამის ტაძრად მიყვანების სახელობის სამონასტრო კომპლექსის გალავანი შესაძლოა, ჩამოიშალოს.

როგორც ტაძრის წინამძღვარი ამბობს, პრობლემა მიმდინარე წლის აგვისტოში ხანგრძლივი წვიმების შედეგად წარმოიშვა. ტაძრის ტერიტორიაზე მეწყერი ჩამოწვა და არსებობს საფრთხე, გალავანი სამრეკლოსთან მოწყდეს.

აღნიშნული საკითხის შესახებ ინფორმირებულები არიან ხობის მერიაში. როგორც ხობის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქაჯაია აცხადებს, მერიამ უკვე მოიწვია გეოლოგები, რომლებიც არსებულ ვითარებას სწავლობენ და დეტალები მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც გეოლოგების დასკვნას დადებენ.