ხობში დაკარგული 70 წლის მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს
ხობში დაკარგული 70 წლის მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს

ხობის რაიონის სოფელ შავღელეში გაუჩინარებული 70 წლის მამაკაცი გარდაცვლილი ოპოვეს. ოჯახი მას სამი დღის განმავლობაში ეძებდა.

ახლობლების ინფორმაციით, იგი მეგობრის სახლიდან არაფხიზელ მდგომარეობაში გავიდა, საიდანაც მისი კვალი დაიკარგა.

ხურციას ცხედარი სამსახურის მიმდებარედ, არხში იქნა ნაპოვნი. მას ძალადობის კვალი არ აღენიშნება.

საქმე 115-ე მუხლითაა აღძრული, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას ითვალისწინებს.