ხობში ცემენტის ნაკეთობათა საწარმო აშენდება
ხობში ცემენტის ნაკეთობათა საწარმო აშენდება

სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველოს“ დახმარებით, შპს „პრაიმ ბეტონი“ ხობში ცემენტის ნაკეთობათა საწარმოს გახსნის, რისთვისაც არანაკლებ 1 700 000 აშშ დოლარის ინვესტიცია განხორციელდება.

ახალი საწარმოს ასაშენებლად კომპანიას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსგან ხობში მდებარე 16 686 კვ.მ. და მასზე მდებარე შენობა-ნაგებობა გადაეცა.

საინვესტიციო პროექტის მიხედვით, კომპანია წელიწადში 350 000-ზე მეტი ერთეული პროდუქციის წარმოებას შეძლებს და მზა პროდუქციას ძირითადად თავისივე პროექტებში გამოიყენებს, ამასთან, ადგილობრივ ბაზარზეც გაიყიდება.