ხობში ავტოავარია მსხვერპლით დასრულდა
ხობში ავტოავარია მსხვერპლით დასრულდა

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველ მაისში ერთ-ერთი კომპანიის დისტრიბუციის მანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ბეტონის ბორდიურს შეეჯახა.

შეჯახების შედეგად, ერთი ადამიანი ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო მეორე მძიმედ დაშავდა.

დაშავებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურმა საავადმყოფოში გადაიყვანა. მედიკოსების თქმით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და ამ წუთებში კვლევები უტარდება.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.