ხობში ახალი სკვერი გაიხსნა
ხობში ახალი სკვერი გაიხსნა

ხობში ახალი სკვერი გაიხსნა. ქალაქის ცენტრის რეკრეაციულ ზონაში ველობილიკი, საფეხმავლო ზოლები, ლაბირინთი, საბავშვო ატრაქციონები, სავარჯიშო და საკალათბურთო მოედნები, ჭადრაკის დაფა, ძელსკამები და განათება დამონტაჟდა.

სკვერის მშენებლობა მუნიციპალური განვითარების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით განხორციელდა. პროექტის ღირებულება ერთი მილიონი ლარია. სკვერი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა გახსნეს.

დღესვე, საღამოს სკვერში კონცერტი გაიმართება.