ხობში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს
ხობში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველ მაისში საკუთარ საცხოვრებელ სახლში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს.

არსებული ინფორმაციით, დაჭრის შემდეგ თავდამსხმელმა მიმალვა სცადა, რა დროსაც მეზობელ სახლში შევიდა. გავრცელებული ცნობით, მან აღნიშნულ სახლში მყოფ ქალს სკამის დარტყმით დაზიანებები მიაყენა.

მეზობლების ინფორმაციით, თავდასხმის შემდეგ მამაკაცმა გაქცევა სცადა, თუმცა ის სოფლის ტერიტორიაზე დააკავეს.

მათივე ცნობით, თავდამსხმელი 1996 წელს დაბადებული პირია, რომელიც თბილისში ცხოვრობს და სამეგრელოში სტუმრად იმყოფებოდა.

დაჭრილი მამაკაცი ხობის რაიონულ საავადმყოფოშია გადაყვანილი, სადაც ოპერაცია უტარდება. რაც შეეხება დაშავებულ ქალს, ის ქუთაისის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.