ხობში 70 წლის მამაკაცს ოჯახი და პოლიცია ეძებს

13:15, 17.12.2017

ხობის რაიონის სოფელ შავღელეში 70 წლის მამაკაცს ეძებენ. ოჯახის ინფორმაციით, ის ორი დღის წინ გაუჩინარდა.

როგორც ოჯახის წევრები აცხადებენ, ზაურ ხურცია ბოლოს ახლობლის ოჯახში იმყოფებოდა, საიდანაც არაფხიზელ მდგომარეობაში გავიდა, ამის შემდეგ კი მისი კვალი დაიკარგა. ხურცია სოფელ შავღელეში, ქვიშის კარიერზე, დარაჯად მუშაობდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარეობს საგამოძიებო და სამძებრო სამუშაოები.

მსგავსი