ხობში 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულებს პატივი მიაგეს
ხობში 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულებს პატივი მიაგეს

ხობის მაჟორიტარმა დეპუტატმა, უმრავლესობის წევრმა ირაკლი-დაჩი ბერაიამ, მუნიციპალიტეტის მერმა გოჩა ქაჯაიამ და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა 2008 წლის აგვისტოს ომის დროს დაღუპული ცხრა ხობელი გმირის ხსოვნას პატივი მიაგეს და მემორიალი ყვავილებით შეამკეს.

ხობის მუნიციპალიტეტის მერის, გოჩა ქაჯაიას განცხადებით, აგვისტოს ომის დროს, უთანასწორო ბრძოლას საქართველოს საუკეთესო შვილები შეეწირნენ.

„რვა აგვისტო თანამედროვე საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული დღეა. უთანასწორო ბრძოლას ჩვენი ქვეყნის საუკეთესო შვილები შეეწირნენ. ეს დღე განსაკუთრებით მძიმეა ჩვენთვის, ხობელებისთვის, რადგან აგვისტოს ომმა ცხრა რჩეული ხობელი ვაჟკაცის სიცოცხლე შეიწირა. კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებს და ქედს ვიხრი სამშობლოს ერთიანობისათვის თავდადებული ხობელი გმირების წინაშე“, – განაცხადა გოჩა ქაჯაიამ.

მემორიალთან გოგა ბერაიას, მიხეილ იოსავას, ლევან ჭოჭუას, დათა ხურცილავას, გოგა ჭითანავას, ზვიად დათუაშვილის, ლევან ტურავას, გოგიტა ქარჩავას და რამაზ კიტიას სახელთა უკვდასაყოფად ფოტოგამოფენა და ლიტერატურულ-მუსიკალური კომპოზიცია „აგვისტოს გმირები“ გაიმართა.

საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულთა სულების მოსახსენიებელი პანაშვიდი ხობის წმინდა სამების სახელობის ეკლესიაში, მღვდელმა კირიონმა (დარასელია) გადაიხადა.