ხობის სოფელ ქვემო ქვალონში ხანძარს 85 წლის ქალი ემსხვერპლა

17:20, 16.11.2018

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ქვალონში ხანძარს 85 წლის ქალი ემსხვერპლა.

ცეცხლი ერთსართულიან საცხოვრებელ სახლში გაჩნდა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, დამწვარია 6 კვ.მ ფართობი.

მათივე ცნობით, ხანძარი ლიკვიდირებულია. ადგილზე მობილიზებული იყო სამი სანაძრო-სამაშველო ჯგუფი.

მსგავსი