ხობის რაიონში მატარებელი შუახნის ქალს დაეჯახა
ხობის რაიონში მატარებელი შუახნის ქალს დაეჯახა

ხობის რაიონის სოფელ ხამისქურში სამგზავრო მატარებელი შუახნის ქალს დაეჯახა.

დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

ადგილობრივების ინფორმაციით, ქალი სარკინიგზო ხაზთან ახლოს ცხოვრობდა. მათივე თქმით, დაღუპული სარკინიგზო რელსებზე გადადიოდა და მატარებლის მოახლოება დროულად ვერ შენიშნა.

როგორც პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლით დაიწყო, რაც რკინიგზის, წყლის, საჰაერო ან საბაგირო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.