ხობის რაიონის სოფელ პირველ მაისში მკვლელობა მოხდა, გარდაცვლილია სამი ადამიანი
ხობის რაიონის სოფელ პირველ მაისში მკვლელობა მოხდა, გარდაცვლილია სამი ადამიანი

ხობის რაიონის სოფელ პირველ მაისში მკვლელობა მოხდა. გარდაცვლილია სამი ადამიანი.

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ერთმა პირმა ორი თანასოფლელი ცეცხლსასროლი იარაღით  მოკლა და შემდეგ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სსკ-ის 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

პირველი არხის გადამღები ჯგუფი შემთხვევის ადგილიდან დეტალურ ინფორმაციას მოგაწვდით.