ხობის მუნიციპალიტეტში 1400-ზე მეტი ოჯახი სასურსათო დახმარებას მიიღებს
ხობის მუნიციპალიტეტში 1400-ზე მეტი ოჯახი სასურსათო დახმარებას მიიღებს

ხობის მუნიციპალიტეტში მცხოვრები სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის კვების პროდუქტების დარიგება მიმდინარეობს.

როგორც საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება, სასურსათო დახმარებას მუნიციპალიტეტში მცხოვრები სხვადასხვა სოციალური ჯგუფი მიიღებს. ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით შეძენილი პროდუქტების პაკეტს 1400-ზე მეტი ოჯახს გადასცემენ.

პროდუქტების გაცემის პროცესს დღეს ხობის მერი გოჩა ქაჯაია გაეცნო.

სასურსათო დახმარებას მერიის წარმომადგენლები ბენეფიციარებს ადგილზე მიუტანენ.