ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ შავღელეს მცხოვრებლები აცხადებენ, რომ მტაცებლებმა საქონელი დაუგლიჯეს
ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ შავღელეს მცხოვრებლები აცხადებენ, რომ მტაცებლებმა საქონელი დაუგლიჯეს

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ შავღელეში მგელმა მსხვილფეხა პირუტყვი დაგლიჯა, – ამის შესახებ პირველ არხს ადგილობრივებმა განუცხადეს.

როგორც საქონლის მეპატრონე ნუგზარ ჭაღალიძე აცხადებს, სახლთან ახლოს, საბალახოდ გაშვებული საქონელი მგლისგან დაზიანებული იპოვა. მისი განმარტებით, ბოლო თვეების განმავლობაში მტაცებლებმა რამდენიმე ათეული მსხვილფეხა პირუტყვი დაგლიჯა.

ადგილობრივები ხელისუფლებას დახმარებას სთხოვენ.

საკრებულოს დეპუტატის, აკაკი ხურცილავას განცხადებით, შექმნილია მონადირეთა ჯგუფი და ხელისუფლება პრობლემის მოსაგვარებლად ყველა ღონეს მიმართავს.