ხმლით ფარიკაობაში ხვალ მადრიდის მსოფლიო თასის გათამაშების გუნდური შეჯიბრი გაიმართება
ხმლით ფარიკაობაში ხვალ მადრიდის მსოფლიო თასის გათამაშების გუნდური შეჯიბრი გაიმართება

ხმლით ფარიკაობაში ხვალ მადრიდის მსოფლიო თასის გათამაშების გუნდური შეჯიბრი გაიმართება.

მადრიდის მსოფლიო თასის გათამაშების გუნდურ შეჯიბრში 26 გუნდი იღებს მონაწილეობას, მათ შორის არის საქართველო ნაკრებიც, რომლის შემადგენლობაშიც სანდრო და ბექა ბაზაძეები, მიხეილ მარდალეიშვილი და ნიკა შენგელია გამოვლენ.

საქართველოს ნაკრები, რომელიც FIE-რეიტინგში მე-11 ადგილზეა, პირველ შეხვედრას ეგვიპტის გუნდთან გამართავს. წყვილის გამარჯვებულის მეტოქე კი აშშ-ს ნაკრები იქნება.

ესპანეთის დედაქალაქში ხმლით მოფარიკავეთა მსოფლიო თასის გათამაშებაზე Villa de Madrid დღეს ინდივიდუალურ ასპარეზობაში საუკეთესოები გამოვლინდნენ.

ქართველმა მოფარიკავემ, ბექა ბაზაძემ 1/16 ფინალი 23 წლის იტალიელ, FIE-ს რეიტინგის მე-6 ნომერ ლუკა კურატოლისთან შედეგით – 10-15 წააგო და ბრძოლას გამოეთიშა.