ახმეტის მუნიციპალიტეტის მოსახლეობამ სეტყვის შედეგად დაზიანებული ყურძნის კრეფა და ჩაბარება დაიწყო
ახმეტის მუნიციპალიტეტის მოსახლეობამ სეტყვის შედეგად დაზიანებული ყურძნის კრეფა და ჩაბარება დაიწყო

ახმეტის მუნიციპალიტეტის მოსახლეობამ სეტყვის შედეგად დაზიანებული ყურძნის კრეფა და ჩაბარება დაიწყო. სეტყვამ მუნიციპალიტეტის ექვს სოფელში 150 ჰექტარზე მეტი ვენახი 30-40 პროცენტით დააზიანა.

სახელმწიფომ დაზიანებული ყურძნის ფერმერებისგან მიღება ახმეტის ღვინის საწარმოში დაიწყო.

დაზიანებული მოსავლის ჩაბარების პროცესს ადგილზე გაეცნენ კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელი ირაკლი შიოშვილი და ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი ლევან მეხუზლა.

„დღეის მდგომარეობით, კახეთის რეგიონის მასშტაბით, 16 ათას ტონაზე მეტი ყურძნის მოსავალია გადამუშავებული. რთველის პირველი ფაზა განსაკუთრებით აქტიურია დედოფლისწყაროსა და სიღნაღის მუნიციპალიტეტებში. სამწუხაროდ, სეტყვის შედეგად ახმეტაში ნაადრევად მოუწია ყურძნის კრეფის დაწყება და დაახლოებით, 1 000-1 500 ტონა დაზიანებული ყურძნის ჩაბარებას ველოდებით“, – განაცხად ლევან მეხუზლამ.