ხმელთაშუა ზღვაში, წლის დასაწყისიდან დღემდე თავშესაფრის 1500 მაძიებელი დაიღუპა
ხმელთაშუა ზღვაში, წლის დასაწყისიდან დღემდე თავშესაფრის 1500 მაძიებელი დაიღუპა

ხმელთაშუა ზღვაში, წლის დასაწყისიდან დღემდე თავშესაფრის 1 500 მაძიებელი  დაიღუპა. ინფორმაციას ამის შესახებ მიგრაციის საკითხებში საერთაშორისო ორგანიზაცია ავრცელებს.

ორგანიზაციის მონაცემებით, წლის დასაწყისიდან 25 ივლისის ჩათვლით, ხმელთაშუა ზღვის გავლით, ევროპაში მოხვედრა 55 ათასმა ადამიანმა სცადა. 1504 ადამიანისთვის ეს მარშრუტი ტრაგიკული აღმოჩნდა. დაღუპულებს შორის არიან ქალები და ბავშვები .

ორგანიზაციის მონაცემებით, წელს ესპანეთმა 20 992 თავშესაფრის მაძიებელი მიიღო. მეორე ადგილზეა იტალიაა – 18 130 ადამიანით. შემდეგ მოდის გერმანია, რომელმაც 15 528 ადამიანი მიიღ და მალტა.

ყველაზე ცოტა მიგრანტი კვიპროსში ჩავიდა, იქ მხოლოდ 108 თავშესაფრის მაძიებელია დაფიქსირებული.